ხელოვნება
Wednesday, December 12, 2012
ცნობილი მხატვრები
ცნობილი მხატვრები
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მხატვრები 1 პაბლო რუის ი პიკასო (Pablo Ruiz y Picasso) (დ. 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― გ. 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი), ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი. პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო: ცისფერი პერიოდი (1901–1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს. ვარდისფერი პერიოდი (1905–1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად. აფრიკული პერიოდი (1908–1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია ”Les Demoiselles d'Avignon” (ავინიონის დიაცები). ანალიტიკური კუბიზმი (1909-1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და ”ანალიზი” ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება. სინთეტიური კუბიზმი (1912-1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა. 2 Leonardo di ser პიერო da Vinci დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს, იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში. იგი იყო იტალიელი მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მუსიკოსი, მეცნიერი, მათემატიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი, ასტრონომი, გეოლოგი, კარტოგრაფი, ბოტანისტი და მწერალი. ლეონარდო იყო და არის ცნობილი, პირველ რიგში, როგორც მხატვარი. ორი მისი ნამუშევრები, Mona Lisa და საიდუმლო სერობა, არის ყველაზე ცნობილი ნახატები მსოფლიოში. ლეონარდო და ვინჩი უნიკალური იყო: არც მის მოღვაწეობამდე, არც მისი მოღვაწეობის შემდეგ, ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური. 3 რუბენსი პეტერ პაული ფლამენდელი ფერმწერი იყო. იგი დაიბადა 1577 წლის 28 ივლისს ფლამენდელი ემიგრანტის ოჯახში. ბაროკოს სტილის ფერწერის შემქმნელი და უდიდესი გენია, ჰუმანისტი, პოლიტიკოსი და დიპლომატი პეტერ პაულ რუბენსი უაღრესად განათლებული კაცი იყო: იცოდა არაერთი ენა, მათ შორის - ლათინურიც. თანამედროვეთა თქმით, "ტანადი, სწორი ნაკვთებით. სათნო ხასიათით, საამური ხმით, მკვირცხლი და გამჭრიახი გონებით, მშვიდად და ბრძნულად მოსაუბრე მჭევრმეტყველი". 4 ვინსენტ ვილემ ვან გოგი – ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი. იგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს.ვინსენტ ვან გოგი 1869-76 წლებში ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა, 1876 წელს ინგლისში მასწავლებლად იმუშავა. მან აგრეთვე შეისწავლა თეოლოგია და 1878-79 წლებში მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას და მუშათა ინტერესების დაცვისას ეკლესიის მესვეურებთან კონფლიქტი მოუვიდა. ვან გოგი ამბობდა რომ მშობლებმა დაწყევლეს იგი, რადგანაც ჩვილობაში გარდაცვლილ უფროსი შვილის სახელი – ვინსენტი დაარქვეს. 5 მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი (6 მარტი, 1475 - 18 თებერვალი, 1564), ცნობილი როგორც მიქელანჯელო იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს, მის მოპაექრე და თანამოქალაქე ფლორენციელ ლეონარდო და ვინჩისთან ერთად. 6 რაფაელ სანტი (რაფაელი ან რაფაელო) დაიბადა 1483 წლის 6 აპრილს, იგი იყო ხელოვანი მხატვარი და არქიტექტორი იტალიური მაღალი რენესანსის ფლორენციის სკოლის წარმომადგენელი, საყოველთაოდ აღიარებული მისი ნამუშევრების უნაკლობისა და სინატიფის გამო. 7 მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურეალიზმის წარმომადგენელი სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიუ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სალვადორ დალიმ ერთხელ ასეთი რამ განახცადა: ”ყოველ დილას აღუწერელი ბედნიერების შეგრძნება მაღვიძებს მხოლოდ იმის გამო, რომ სალვადორ დალი ვარ. მართლაც უსაზღვროდ სასიამოვნოა, იყო სალვადორ დალი. როგორც კი გამოვფხიზლდები, საკუთარ თავს აღფრთოვანებით ვეკითხები, ნეტავ დღეს რა შესანიშნავი რამეების გაკეთებას აპირებს ეს სალვადორ დალი?” ამ სიტყვების შემდეგ ეს ექსცენტრიული ესპანელი დიდი ხალისით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი თავში მოუვიდოდა. თავში კი მართლაც გასაოცარი იდეები მოსდი
მხატვრობა
სიტყვა ”მხატვრობა” მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას, პრეისტორიულ გამოქვაბულის სურათებით დაწყებული – თანამედროვე სამხტვრო გალერეის კედელზე დამოკიდებული ავანგარდისტული ტილოთი დამთავრებული. ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათ მცოდნეებს ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსზრებები აქვთ, რაც ზოგჯერ საკმაოდ ცხარე კამათის საგანიც გამხდარა. ფრანგი მხატვარი მანე ისე აღაშფოთა ერთ–ერთი კრიტიკოსის მიერი გამოთქმულმა აზრმა, რომ იგი დუელშიც კი გამოიწვია. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები, რაგდან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული გემოვნება და მოსაზრებები აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას. სხვების აზრი, მთავარი განწყობილებისა და გრძნობების გადმოცემაა. ზოგის აზრით, მხატვრობა იდეებს უნდა ასახავდეს, სხვებს მხოლოდ სურათეით ტკბობა სურთ.ამ საკითხთან დაკავშირებით იმპრესიონისთებს ცხარე დებატები ჰქონდათ. მათ ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ცხოვრების სცნების ხატვა იყო, მეორე ნაწილს კი უფრო საგნებზე სინათლის ზემოქმედების შედეგები აინტერესებდა.ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ ხელოვნების ნიმუშების ღირებულების შესახებ. ვინსენტ ვან გოგი სიღატაკეში გარდაიცვალა, ვინაიდან მისი სურათების ყიდვა არავის სურდა. მხატვრის მეგობრებიც კი იმას ამბობდნენ ,რომ ეს ტილოები შეშლილის დახატულს გავდა. დღეს ვან გოგის სურათები ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნიმუშებია მსოფლიოში. კრიტიკოსი ჯონ რასკინი სასამართლოს წინაშეც კი წარსდგა ჯეიმს უისლერის სურათის, “შავი და ოქროსფერი ნოქტიურნის” შესახებ გამოთქმული აზრის გამო. რასკინი ფიქრობდა ,რომ სურათი ნაჩქარევი და მიფუჩეჩებული იყო. მას არ შეეძლო დაეჯერებინა ,რომ მხატვარი 200 გინეას ითხოვდა ტილოში, რომელიც მისი აზრით, “მნახველისთვის სახეში შესხმული საღებავი” იყო. უისლერმა უპასუხა, რომ სურათის ფასი დამოკიდებულია არა დროზე,რომელიც დახატვას დასჭირდა, არამედ მხატვრის ნიჭსა და გამოცდილებაზე. უიესლერმა რასკინის სასამართლოში ცილის წამებისთვის უჩივლა და გაიმარჯვა კიდეც, თუმცა მორალური ზარალისთვის მხოლოდ 1 ფარტინგი მიიღო. როგორც ჩანს, მოსამართლე თავადაც რასკინის აზრს იზიარებდა.დღეს, როგორც არასდორს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ხელოვნების ნიმუშების სიახლესა და ორიგინალურობას. შემოქმედნი განუწყვეტლივ ცდილობენ გააფართოვონ ”ხელოვნების” ფარგლები. შედეგად სულ უფრო მეტი განსხვავებული და ურთიერთ საპირისპირო აზრი იბადება ხელოვნებისა და და იმ უზარმაზარი თანხების შესახებ , რომელთაც კოლექციონერები ხელოვნების ნიმუშებში იხდიან. გამოფენაზე ზოგჯერ ხელოვნები ისეთი “ნიმუშები” ჩნდება, როგორებიცაა სკამზე დამაგრებული ველოსიპედის თვალი, დახატული მილი რომელსაც აწერია: ”ეს მილი არ არის”, ერთმანეთზე დაწყობილი აგურები, უბრალოდ თეთრი ტილო, წვეულებიდან დარჩენილი ნაგვის გროვა და აულაგებელი ლოგინი. არის თუ არა ეს ყველაფერი ხელოვნება? ამ “ნიმუშების” ნაწილი ხელოვანს არც შეუქმნია, უბრალოდ, სადღაც იპოვა. ასეთი საგნების ნახვა სამხატვრო გალერეაში დიდი მოულოდნელობაა. ნუთუ გალერეაში გამოფენა მათ ხელოვნების ნიმუშებად აქცევს? ეს საგნები მნახველის გარკვეულ რეაქციას იწვევ და გარემოს ახლებურად დანახვაში გვიწყობს ხელს, ასევე, როგორც ხშირად ტრადიციული ხელოვნების ნიმუშები.
ხელოვნება
ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას. ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში. შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია და ასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა. ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბები, ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.
Subscribe to:
Posts (Atom)